|
კუთვნილი ცა და დედამიწა, ზღვაც - საკუთარი, და ვიდრე ბინდი შემოსავდეს ცისკრის დედოფალს, ებრძვიან სოფლის სიდუხჭირეს და ძნელბედობას და ხნულში გაჰყავთ გაცვეთილი ძველი გუთანი.
და როცა სული აქერონის წყლებში შეტოპავს, სიყრმის მხნეობას, სიჭარმაგეს და ბერდედობას თავს შეახსენებს მშობლიური ნავსაყუდარი.
და დაბადება უკვდავებას მოისაკლისებს; ზღურბლს მოადგება დამაშვრალი მწყემსის არგანი
ისევ გაიხმობს სიჩუმეში ჩვენი სარქალი და ზამთრის ქარი გადაუვლის ნაცნობ საძოვარს... |
















