|
როგორ ჩაქრი და ჩამოთავდი, როგორ გამოშრი, როგორ გიგანა ადრინდელმა შენმა ქარიზმამ, კოცნას რომ ქსოვდი გაზაფხულის ნიავქარისგან, ახლა იმ კოცნით, ქალს კი არა - ქვას ვერ გალოშნი.
უხმოდ დახვალ და - ბედისწერას ვიდრე დარისხავ - ბაგედახშული ქადაგივით დაგაქვს კარისკარ ქაროზნი ძველთა მოწამეთა და ავგაროზნი.
შენს ოცნებებში სიყრმიდანვე ჩაღვრილ ოქტავებს; ასე მთავრდება წუთისოფლის გრძელი ეპოსი,
და ერთად წარხვეტს დავიწყების ბნელ სამეფოში ცრემლებს და ამბორს, სატრფოს ბეჭდებს და ქრიზანთემებს... |
















