მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 420 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

 

ამღვრეულ ჰაერს ეალერსება

თებერვლის თოვლი თეთრი ხელებით.

ზეცას თვალები შიშით ევსება.

გარეთ ქარია განახელები.


მე ისევ ვფიქრობ უბედურ თავზე:

მივდივარ საით, მოველ საიდან.

თოვლები ცივი ამბორით მავსებს...

ამ გრძელ ღამეებს ვინ გადაიტანს?


2


შუაღამეში მივყვები ღმერთებს

თუ კუდიანებს - არ ვიცი კარგად.

ჩვენ არაფერი აღარ გვაერთებს

და სიყვარული ვგრძნობ დამეკარგა.


მე მაშინ სული ქარული მქონდა

და გიმღეროდი ცეცხლ დაცემული.

დღეს მაგონდები: ვით ჯიოკონდა

ბოროტი ხელით გატაცებული.


3


გადამემტერა ქარიშხალები.

ფიქრებმა შავად იწყეს შეფერვა.

შევალ ღამეში, დავიმალები

და ვეომები მღელვარ თებერვალს.


მე მიხარია, რომ ჩემი სული

მიწვდა ელვების ცეცხლებს უმაღლეს.

ზვავიან ნამქერს მივეც წარსული

და გზას გავყევი ძველს და უახლესს.


4


კვიმატი ღამის ვეწვიე ვარსკვლავს.

ჯერაც არ ვიცი რა მემართება.

მე ვიცი მხოლოდ, რომ ვინმე დამკლავს

ან გადამიტანს ცეცხლის ანთება.


გული დავაგე ელვის დანაზე,

მაგრამ ვარ ისევ ნაზი მგოსანი.

ჩემთვის ერთია ამ ქვეყანაზე

ავაზაკი თუ პატიოსანი.


5


ირღვევა ფიქრი და ვარდებიან

მოგონებების შავი ღერები.

არც სიხარული, არც ვარდებია

ჩემს ბაღში ეხლა - ლამაზ ფერებით


და აღარ მინდა... ვინ მომაგონა -

ღალატზე ცრემლი და მწუხარება.

ო, დამღუპველო ჩემო მადონნა,

შენი სახელი სულ მეყვარება.


6


ჩემი ოცნება დავაბინავე

მაღალ ღრუბლებში, ვით ღმერთის ნება.

აქ ვერ მომწვდება დღეთა სიავე

და ღამეების შური და თნება.


შენი ალერსი ო, როგორ მინდა,

მაგრამ სიცხადე მაშინებს კვალად

სადა ხარ, სადა, ო სულო წმინდა,

მე ისევ აქ ვარ, ისევ ვარ ცალად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ