როცა წვიმა აპრილისა ტყეებს აზანზარებს, გაფოთლილი ცისარტყელა ყვითლად დაიკოკროს, მაგონდება: თავს ვუშვერდით პირქაფიან ღარებს და გვჯეროდა სქელ ქოჩრებზე დაგვდიოდა ოქრო!
ცისარტყელა ბრიალებდა, ვით ხოხობის ყელი; ჩვენ კი ოქროს ხუჭუჭები სიზმრად გვეზრდებოდა, მაგრამ სიზმრებს თან გადაჰყვა ყრმობა საყვარელი.
აღარც ყვითლად იღებება გასაფხულზე თმები; ჩვენი სოფლის ორღობიდან, სადაც თოვს და ცივა, აქეთიქით გავიხვეტეთ ღამის მეხრეები!
წვიმამ პირი მოიქაფა, დუღს ღარები სავსე, გამოვცვივდეთ თავშიშველა, ისევ მივეგებოთ!
თმაა ცეცხლით და ნაცარით გარუჯული ხავსი; ის წვეთები ოქროული იყო სისხლის წებო!
მკლავი მაგარ, მაგარ, მაგარ, ჩაქუჩი და ურო! დააცეცხლე! რომ სიცოცხლე ყველგან გავახუროთ; ჩვენი ოფლის ოშხივარით მოგვყავს ოქროს წვიმა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |