|
ანაპა
ანაპა! ესეც ანაპა! გულში მღეროდა ახალი ჰანგი და მეხარიან, რომ ზღვის ანაბარს გვიცინის შორით ელვარე შტანგი. აღთქმული მიწა გვიახლოვდება. გემისკენ მოჰქრის პატარა ნავი, გემზე ტვირთი და ხალხი გროვდება და ღელავს გული განუკურნავი. გამახსენდება: წერილს დაგპირდი! მზე გადიხარა, მზე აიგრუზა, მაინც კარგათ სჩანს მიწის ნაპირი ჩერდება გემი. რახრახებს ღუზა. ესეც ანაპა. ესეც ანაპა! მზის ოქროს სხივით შემოგარსული, ალბად ჩემს ლექსებს ზღვაში განაბანს იქნება ზღვის და ბალახის სუნი
მზეზე
ქვიმა ცეცხლივით სწვავს ფეხის გულებს და ტანში გვივლის მზიან ნემსებად. უცნაურ ნდომით და ნეტარებით მწიფე ხორბლისფრად ტანი გვევსება.
მთელი დღე მიშვლად დავიარებით. ვნატრულობთ მხოლოდ წასვლამდის იდგეს მზიანი, მყუდრო, კარგი დარები.
მე არ მიზიდავს ჭკუა და სული ჩემს ყურადღებას თუ შეაჩერებს ბრინჯაოს ტანი გადატრუსული.
ჯანსაღი გრძნობა ვერ დაიბუდებს. და ეს სიშიშვლე, გულახდილობა, ბევრს დააშორებს. ბევრს გააბუტებს.
დაუღალავი, ოქროსთვალება; აქ სილამაზე აშკარავდება. მზეს არაფერი დაემალება.
NORD OST
ნავთსადგურში ანძებზე შავი ბაირაღები აფრთხილებენ წამსვლელებს: „ზღვაში გაილახებით“.
რომ საკუთარ სიღრმეში ყველაფერი გასცხრილა.
ვით მეჩეთში მლოცველმა თმაჭაღარა შეიხმა.
თითქოს გამქრალი ხმელეთზე ზღვა მოვარდნას აპირებს.
და იწვევენ ღრუბლებსა თავიანი დამქაშებად.
მოვარდნილი გრიგალი გემებს დააზიანებს.
ლამის არის ნორდოსტი, ზღვაზე. ძლიერ ვიწამო
შენ არ ყოფილხარ პირველი სატრფო
არ წაგიღია პირველი კვნესა. ახალი გრძნობა ძველ გრძნობებს ათბობს და ჩემთან ერთად ანელებ მზესა.
მკერდზე ნიჟარებს ვიწყობთ ღილებად. და მზის სხივები რომ გაგვახელებს ზღვაში შევცურავთ გასაგრილებლად.
შენ ჩემს შეხებას ზღვას ვეღარ უთმენ, მისაყვედურები და მებუტები, რომ პირველობა შენ არ გაკუთვნე.
ფიქრების ტყეში
როგორც ღრუბელი ჩემი სული ყველაფერს იკრებს, ვფიქრობ: ვინ იცის განშორებამ ორთავეს გვარგოს. ფიქრების ტყეში ლამის არის გზა დამეკარგოს - უცნობ ბილიკით რომ მივყვები ეკლიან ფიქრებს.
მე ისე მწამდა: მზე, სიმტკიცე და ერთგულება. დღე დამიბნელდა. დღეს არავინ არ მეგულება, და მრჩება ლექსი მძიმე განცდით გადატვირთული.
სიცილის ნიღაბს ჩემს ტოლებში მუდამ ვატარებ. გადამწვარ ჩემს ფრთებს გულგრილ მიწას ოდნაკ ვაკარებ, როგორც ზღვის ჩიტი. ფრთა ფარფატა, თეთრი თოლია.
და თუ ჩვენს გრძნობას სიძულვილი ფეხქვეშ ეგება. დღეს ერთმანეთის არაფერი არ გაგვეგება დამტანჯავს ფიქრი დაბურული, დაუშრეტელი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















