მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 163 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე თუ მკითხავ დედა ჩემო 

ვინც რომ მიყვარს ის მინდა, 

თუ შენ ჩემთვის ქმარი გსურს,

სხვა ნურავინ ნუ გინდა.


ნუ წამართმევ იმ კაცსა 

დედას ვენაცვალები, 

ვინც პირველად აღმინთო 

გულში ტრფობის ალები.


ვისის ეშხით ვფლობილვარ 

იმას ვერ მოვშორდები, 

სატრფოს ვერ ვუღალატებ 

სხვას ვერ ჩავეკონები.


ბუნებამ მისთვის შემქნა 

ვის ტრფობამ დამიმონა, 

ვისიც გული და გრძნობა 

ჩემს გრძნობას შეეწონა.


ჩვენ ერთის ბედისა ვართ 

ერთმანეთის ხვედრი ვართ, 

მტკიცე სიყვარულითა, 

მაგრად გადაბმული ვართ.


ვერ დაარღვევს ჩვენს კავშირს 

ვერა გვარი ძალები, 

დამიჯერე მართალს გითხრობ 

დედას ვენაცვალები.


რისთვის გინდა წამართვა

ამ ქვეყნად ნეტარება,

და გამხადო მის ცოლად 

ვინც რომ მე მეჯავრება?!


მაგას ნუ მიქ ღვთის გულისთვის 

ნუ მომიწამლავ სულსა, 

ნუ მაშორებ საყვარელს

ნუ დამიჩაგრავ გულსა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ