შემრჩა მხოლოდ მწუხარება ძველი, ძველებურად აღარც გული ძგერს... ბევრმა ჩემზე ჩაიქნია ხელი, ბევრ ვინმეზე მეც ჩავიქნევ ხელს!
გვავიწყებენ - ღმერთსაც, ხატსაც, რჯულს... ბევრმა ჩემზე აიცრუა გული, ბევრ ვინმეზე მეც ვიცრუებ გულს!
სიყვარულით ვერ ანათებს მზეც... ბევრმა ფიქრი მოიშორა ჩემზე, ბევრ ვინმეზე აღარ ვფიქრობ მეც!
ცხოვრებასთან ვინ მაღირსებს ზავს... ბევრმა უცებ დამანება თავი, ბევრს დღეიდან მეც ვანებებ თავს! |