ეჩვევი უმიზნო ხეტიალს, უმატე უზომო სმას... პოეტის სურვილი ერთია: ტკივილი აშოროს სხვას!
წყლულებზე გიმატებს წყლულს... არადა გაგება ოდნავი - ყველასგან გულწრფელად გსურს!
პირქუში ნისლია წინ... ცოცხალი არავის ჭირდები, მოკვდები - გახსენებს ვინ?!
მრავალი - ივიწყებს ღმერთს... პოეტად გაჩენას ჯობია: ქარიშხალს უშვერდე მკერდს!
უმატე უზომო სმას... პოეტის სურვილი ერთია: ტკივილი აშოროს სხვას! |