საღამოა. მთებს გავცქერი შენისლულებს, ხვალე უნდა უსათუოდ დავიღუპო. დალოცვილო, ერთი თხოვნა შემისრულე: მეკუბოვეს შეუკვეთე შავი კუბო.
(კაცს დამმარხავ არაფერში გამოსადეგს). მარტოსულთა დავიწყება რომ წესია, მეც საკუთარ მაგალითზე გამოვცადე.
ჩემნაირნი ცხოვრებაში რას ელიან? როცა სულში უსაშველოდ შეღამდება, ქვეყნად ყოფნა უდიდესი სასჯელია. |