|
გაცუდდა, რაც-რა ვეთრიე, რაც ვკვლიე შენი გზა-კვალი: ვერ შეგიპყარი, ვერ მოგკალ, ვერ თავი შემოგაკალი.
ხან - ხალნი ველის ხაოთა - შენად ნაწოლად მენიშნა, ვნახე - აფთარი ხაოდა.
სხვა მზე ირჩიე, სხვა წყალი? ეგებ, ჯილაგით ამოწყდი - კაცის ჯილაგზე გამწყრალი?
სადმე, ჩამომწვარ გორებთან? - დამცეცხლა კოცნის სახმილმა - მახვილს რა მომაგონებდა!
ნანატრი ელდის ელვებით გაშოლტილს, - ცალი ყბით შემომიღრინე, ცალად გამკარ და გამშორდი.
არც შემიფარე სწორფერი, დამიგდე, როგორც დილეგი - უსიყვარულო სოფელი...
უმადურ კვალზე ნათრევი, ვერცხლის ბომონებს დავაკლა ჩემი უბელო ნატვრები,
შემოგდებული მზის სხივით, ტრფიალი აღარ მომშივდეს აუღებელი სისხლივით,
დღენი - უგვანოდ კუშტები, ისევ არ გამოგეკიდო, როგორც კი გამოვშუშდები! |
















