|
სომეხი ქართველს უამბობდა, პიტალო სახით უსმენდათ ფრანგი, ამრეზილი წვრილ-წვრილი ხალხით... „რა ვიხარეო, - თქვა სომეხმა, - რაფრად დანაყა, რა ჩხუბს ვუყურე, ერთმა კაცმა ოთხი გალახა, რომელსაც მოსდო, სათითაოდ ადგილზე დასვა, მიაწყ-მოაწყო და თავის გზით გასწია კაცმა...“ „ვენაცვალეო შიგ ჯიგარში! - (სომეხი იდგა) სად უყურეო, თუ კაცი ხარ?!“ - ქართველმა ჰკითხა. ფრანგს გაეცინა: „რა ხალხია, ეს რაებს ბლანდავს! არ კითხულობსო დალოცვილი მტყუანს და მართალს!“ „ამას უყურე! - თქვა სომეხმა, - რა ბრძანეთ აქო! ვაჟკაცობისა რა გესმისო, შე მართლა ფრანგო!“ და თქვა ქართველმაც იდეური თანხმობით დოსტთან: „ერთი - ყოველთვის მართალია ათთან და ოცთან!“ „ცოტანი ხართო! ვერ გასულხართ, ვერც გახვალთ გაღმა! - რიცხობრიობის გაწუხებთო საკითხი!“ - ფრანგმა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















