მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
გაუჩინარდი, ვეღარ გიმზერ - სხვა იყო წინათ, მაგრამ არ ვგოდებ - შენ ჩემს გულში მოგეცი ბინა.
უშენოდ ყოფნა არყოფნაა, სიკვდილი ბრწყინავს.
ფეხთ ქვეშ განგერთხე, გზასავალზე, დაგიხვდე წინა.
გული მიღელავს, დამკარ მახვილი, ორლესული, მზეზე რომ ელავს.
და გმინავს, ეგ შენი ბასრი ცისქვეშეთში ვინ აიცდინა?!
მე კი ეს მრუმე მწუხარება ვიწვნიე ლხინად.
მე ჩემი გითხარ, ახლა შენი შენ უწყი, ფრთხილად.. |