|
ღვთისმშობელო, მომეხმარე! მუნ მაღირსე ნათლის არე, ძისა შენის ხმა მახარე, ლამპარ მქონდეს რა მთებარე.
ნუ დამარჩენ კარსა გარე, ბრძენთა თანა დამიბარე, ტანჯვისაგან დამიფარე!
მკვდარი ცოდვით ვარ მდებარე, სულის ბრძოლა დამიწყნარე, ძესა შენსა მეც მიმგვარე.
შენ ხარ ჩემი არემარე, არვინ მივის შენსა გარე... შენ გაქებენ მზე და მთვარე.
მომაძაგე ცოდვა მწარე; მადლი თუ ვქენ ცოტა რამე, იგიც ცოდვით ქვე დავფარე.
ქრისტე ღმერთი შემაყვარე; ვიდრეცა ვარ დამიფარე, აწ შენ გვედრი, შემიწყნარე. |
















