|
მიჯნურო ჩემი სამასი წლის წინათ ცხოვრობდა, ცოცხალი არი სამასი წლის მიჯნური ჩემი, იგი ბობოქრობს, მოუწოდებს სიავის გმობას, სავსეა იგი მშვენიერის გაგება-კდემით.
ლაჟვარდებში დაიარება, სამასი წლისაც არ დაღალა ოცნებით ყოფამ, იგი, ნიადაგ ნაბრძოლი და ნაიარევი. ახალ ბრძოლისთვის, შემართულა. იღვრება ოფლად.
მე წილად მერგო - მისი ტრფიალი მერგო წილად და ვიშვნევ კიდეც. ის ლომ-ვეფხვებს და ქარის წისქვილს უნდა ებრძოლოს, მე - ზღვარსგადასულ მის ლოდინში ამაყად ვიდგე! |
















