|
(სურათი)
ხბო ბღავის, დედას ეძახის, - რა ჰქნას, რომ ძუძუ სწყურია! მოდის ნახირი, თან მოსდევს ქვრივ მარიამას ფურია. მოსჩანს დელფანა, თან მოაქვს რძით გატიკნული ცურია. ხბოსთან სჩანს პატარა სოფო, უთმენლად უცემს გულია: რძეს აჭმევს, იმიტომა აქვთ იმისი სიყვარულია. ფურმა ხმა მისცა თავის შვილს, ეზოში ჟრიამულია. გარს შემოერტყა დელფანას ქვრივის ოჯახი სრულია. კატაც კი გამოეგება, იქვე კუდს იქნევს მურია. ხარიც თან მოჰყვა, ნიკორა, სიბერით დაჩაგრულია, ქედ-გახრეშილი უღლისგან, დამწვარი, დადაგულია. იმას ზედ არვინ შეჰხედა, არავინ უგდო ყურია. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















