|
ვისაც რამა აქვს საჭმელი, დაჯდეს და გაიხაროსა; ხვალიდან მარხვა დადგება, ის ხომ უფალმა დალოცა!
აფხაკუნებდა თაროსა: „ახლავ ერბო-კვერცხს მოგიწვავთ“, პირს აკერია დაროსა.
სოსოს, დათას და მაროსა. ხელში შესცქერენ ბალღები, საქმე რით მოაგვაროსა?!.
მარილი მოაყაროსა, თორემ ერბო-კვერცხს ვინ მისცემს იმ მშობელ-გასახაროსა!
ხან ჩიტუნიას ამბებსა; მოსწადებია დედასა ძილი მოჰგვაროს ბალღებსა.
დედას აგლეჯენ კალთებსა. ერთი შესტირის „პურიო“, მეორე მოსთქვამს „ბაბასა“; თათებით სწეწენ საბრალოს ისეც დაგლეჯილ კაბასა.
ისევ მიჰმართა ტაფასა, გუშინწინანდელს ნადუღარს, ტაფაზე მიმწვარს ფაფასა.
შეასუსნინა ყველასა, ადგა და გარეთ გავარდა, ცრემლი სულს ჰხუთავს, ენასა.
აძრახდა, დაიქვითინა, და ამ დროს მაღლის მთიდანა ნიავმაც დაისისინა.
გულს ჩასწვდა მოთქმა დედისა. თქვა: „მოდი, ერთი გავიგო, ვინ არს მწყევარი ბედისა?“
მწუხარე დედის „ვაჰმესა“, წავიდა, დაიღუღუნა ბნელს და უკუნეთ ღამესა. მიდის და თან მიიძახის, როგორც საკვირველს რამესა.
სასაფლაოსკენ გასწია, შედგა გოგიას საფლავზე, ხმას უფრო მაღლა ასწია.
რაც იმას დააბარესა. მიდის და „ვაჰმეს“ იძახის მთით ბარად, ყოველ მხარესა.
და ეფარება ბექებსა; მოდის თვალ-გაფაციცებით, ფრთხილად ადგამდა ფეხებსა, მარხვას იყენებს, ვითომა ჰსურს რამ მოჰპაროს გლეხებსა.
დედის მოთქმასა მწარესა. „ოჰ, აქ შიმშილის სუნია, მე აქ რა გამახარებსა…“
ახალს სამარეს დაჰხედა: „კაცო, ცოლ-შვილი გიტირის“, საფლავს დაჰღმუის თავზედა, მაგრამ პასუხი არ ესმა. თავს იტკივებდა რაზედა?
ამოეშუქა მთვარესა, მთის წვერებს გვირგვინს ადგამდა, ლამაზს ახილებს თვალებსა. შეესმა დედის ტირილი, ყურს უგდებს შესაბრალებსა.
ღვთის საბრძანებელს მიჰმართა. პირმოქუშული გაჩერდა, სხივნი მაღლისკენ ამართა,
ბეჩავთათვის თხოვს შველასა: სადაც ვის უჭირს, ვინც წვალობს, მათ გაეხარათ ყველასა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















