მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3517 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

აანთეთ ჩქარა შუშხუნები და მაშხალები.

გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები

უთხარით ლოთებს, რომ აკურთხა მღვდელმა ალავი,

რომ სიძეს მისცეს ფალუსტაკი დაუხალავი,

რომ მზითვის ბიჭებს ჩამოართვეს ტაშტი და სარკე.


ხოლო თუ დღეს აქ რომელიმე გადგება ცალკე,

თუ დღეს არავინ არ გადიქცა ჩემებრ ქორწილად -

მას აზამბარი მივუსაჯოთ კიდევ ორწილად,

რომ წითელ ვაშლში არ მალავდეს თეთრ უზალთუნებს.


აი, გამოჰყავთ პატარძალი ლამაზ ხათუნებს,

ის ნეგოსავით უმძრახია, მზესავით ღია

და თუმც მის ბეჭებს არ ამშვენებს ქალაღაია

და რაც სახე აქვს თეთრი ხრილით გადაფქვილული -


მაგრამ ის მგოსანს თვით სიზმარშიც არ ჰყავს ხილული.

ისე კრძალულობს ცის ნინველა, აქ დანაბადი, 

თითქოს მის ტუჩებს არ ეგემოს აღჯანაბადი,

თითქოს ღიმილით მზის ჭრილობა არც კი განკურნა!


და ეჯიბი კი სულ ღრიალებს: “სად არი ზურნა!

ღვინო და ზურნა! სხვა დღეს მეფეს არ უნდა რა!

ბანზედ: ხან თარფი, ხან შაბაში, ხან უზუნდარა,

ქვეშ კი მწვადისთვის აშიშინდა ცეცხლის მაყალი.


გათენდა! მისწყდა ჟრიამული, აყალმაყალი,

ქვიშისფერ მელნით აიწინწკლა აისი ნაზი.

დუდუკმა ბანზე ერთხელ კიდევ დაჰკრა შაჰნაზი.

და ,,მშვიდი ღამე” კვლავ უსურვეს ნეფეს და ცოლსა.


და როცა მეფემ მიაშურა თავის საწოლსა -

პატარძალს მხოლოდ ეს აღმოხდა: ,,ახ, აქ რა გვინდა!"

მაგრამ მყის ტუჩი პატარძლისა კოცნით აღვინდა

და გაიფანტა მარგალიტი ბადახშეული

საბნის ნაოჭში დაიმალა მათი სხეული.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ