|
ეს ოფოფი გაჩეჩილი ყური უგდეთ, რაზე ჩივის: სავარცხელი არ მაქვსო, მიველ, ვთხოვე მამალსო. დახმარების მაგივრად, საყვედურით ამავსო, ასე მითხრა: - შე სულელო, ჩვენი წესი რად არ იცი? ჯაგრისი და სავარცხელი ყველასა აქვს თავ-თავისი! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















