|
სადღაც დათვი დაბანდალებს, დათვი თაფლით გამომთვრალი. სადღაც ჩირგვში კურდღელი თვლემს, სადღაც ბრწყინავს წყაროსთვალი.
კერკეტელა კაკალს ამტვრევს. სადღაც სოკო ამომძვრალა, თავზე ნეშო დაჰფარფატებს.
დაქანცული წყალს სვამს პეშვით. ტყე კი ისე დაბურულა, არაფერი არ ჩანს ტყეში. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















