|
პუშკინმა სკვერი აირჩია, ლერმონტოვს ჰკლავენ ტრამალში, სიკვდილისაკენ გასწია ლორდ ბაირონმა ლამანშით.
ისიც ქარშია ფრთამალში, გვწამს ფედერიკო გარსია - უხორცოსავით მამაცი!
თავგაყოფილი დრამაში, ვახსენოთ, ხარჯი ხარჯია, ესენინ, ბიჭი ლამაზი!
საქართველოში სამასი, გალაკტიონი თავშია, რაღა თქმა უნდა, ამაშიც...
და ყველა ერთი მთავარში: სუყველა დიდი ბავშვია, უყვარს სიკვდილთან თამაში! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















