|
მესროლე, შენი ბოლო ტყვიაც, არ აცდეს მიზანს, მესროლე სანამ ჩემი გული, ისევ თბილია, ნუ გეშინია, მე სიკვდილი ვერაფერს მიზამს, ჩემი ცხოვრება მაინც სისხლით შეფერილია.
უკვე ამ ქაოსმა ამხადა გონი, ქუჩაშიც დაცლილ ბოთლებივით, ყრიან ლოთები, სულ ორი ჭიქა, ორი სიტყვა, ერთიც ჟარგონი, მესროლე და მე ნუღარასდროს განვმეორდები.
მთა სულია, ჩემი სული და არა მხოლოდ და ჩემი სული ფერადია, როგორც კესანე, გაიხსენებენ, ორი სიტყვით, თან ისიც ბოლოს, "მთაზე ადიო და იქედან გამოექანე"
სანამ გავაგრძელებ ძაგებას ერის, სანამ ქართველი და პოეტი, ჯერ ისევ მქვია, შეხედე, უკვე ნარისჩიტა, ნაგვიდან მღერის, მესროლე... თორემ მე დავიხლი ჩემ კუთვნილ ტყვიას. |
















