|
ხშირად მწყინხარ, თუმცა ხშირად მეხარები, შენს უღელში მებრალება მე ხარები.
რად დამორცხვდი, წამო წინა, ქართლის მინდვრებს, ნახე, როგორ წამოწვიმა.
ის პაწია ჩიტი გალობს, იმ პაწიას ის პატარა ჩიტი წყალობს.
აღარც მზე და აღარც ღვინო, როგორ მინდა, შენს ბაგეზე ვიღიღინო.
მაგრამ ხშირად მეხარები, შენს უღელში მებრალება მე ხარები... |
















