მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 249 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გადავეჩვიე შენთან ყოფნას, შენთან საუბარს,

თითქოს დასრულდა სიყვარულის ძველი ზღაპარი,

აღარ არსებობს ჩემთვის ზეცის ვრცელი ტატნობი.

და როს ვნატრობდი შლეგიანი ქარების ტიტინს,

დრომ წარიტაცა თითქოს სადღაც ჩემი ცრემლები,

უცრემლო თვალნი დაიშრიტნენ, ჩამოიქუფრნენ...

აღარ ვარსებობ, სივრცეებში ვარ ჩაკარგული.

ჩემი სიმორცხვე მიწამ შთანთქა და ერთგულების

ჯაჭვი გაწყვიტა გაავებულმა ჩემმა სხეულმა...

სიტყვები, მხოლოდ სიტყვებიღა შემრჩა მარტოდენ...

წარსული ხშირად აწმყოს სხეულს აუჯანყდება,

ცხოვრება მხოლოდ მათი ბრძოლის ასპარეზია.

გამარჯვებული ხშირად უფრო წარსული რჩება,

მას ღრმა ფესვები მიწაში აქვს მყარად აგანრთხმული.

...თუმც მომენატრე, მაგრამ, რადგან გადაგეჩვიე,

ვეღარ ვბრუნდები მიტოვებულ სივრცეებიდან.

და მონატრების მწარე განცდა კუზივით დამაქვს,

სხეულს მიმღვრევს და გავეშებით სულს მისიკვდილებს.

როგორ გამექცა ყველა ფიქრი და აღმაფრენა,

დრომ წარიტაცა, თუ მე თვითონ დავასამარე?

ხშირად მგონია, რომ საბრალო ცრემლი დაბერდა,

რა გაამწვანებს გადაბუგულ რწმენის ტრამალებს.

არადა, მართლა სულ სხვა იყო ის გაავება,

ის სილამაზე - ურჩხულისგან გამოძერწილი...

მივდივარ ხშირად დაკორტნილი ხელის გულებით,

ვეცემი მიწას, როგორც მწირი ხორბლის მარცვალი,

და მეშინია დაკარგული სულის ამბოხის.

უფალო, გვედრი, განმარიდე მიწიერ კერპებს,

აღარ არსებობს ჩემი ზეცის ლურჯი ტატნობი...

გადაფანტული, გადახნული მიწის ბელტებქვეშ

ვწევარ და ვფიქრობ, - იმ ძველ ხილვებს ვებღაუჭები.

უცრემლო თვალნი დაიშრიტნენ, ჩამოიქუფნენ!

აღარ ვარსებობ, სივრეებში ვარ ჩაკარგული....

...გადავეჩვიე შენთან ყოფნას და მაინც გნატრობ,

ჰაერში გეძებ, წვიმებს ვანჯღრევ, ღმერთს ვევედრები

უკანასკნელად, თუნდაც ერთხელ შენთან შეხვედრას,

თუმცა.. ამაოდ! უდამბოში ვყეფ და ვღაღადებ...

ო, განმარიდე, მარტოობის მშიერო განცდავ!

ახლაღა მივხვდი ჩემი ლაბა ხარების ზმუილს,

თუ რა სცოდნია დაკარგული სამშობლოს განცდას,

გვიანღა ვხვდები, სივრცე რატომ მეუცხოვება,

რად აღარ მიყვარს ძველებურად მზე და წისქვილი...

მე მონატრების მწარე სევდა კუზივით დამაქვს,

სხეულს მიმღვრევს და გავეშებით სულს მისიკვდილებს.

უცრემლო თვალნი დაიშრიტნენ, ჩამოიქუფრნენ..

აღარ ავარსებობ, სივრცეებში ვარ ჩაკარგული...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ