მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
წუთისოფელი წუთია,
კაცის სიცოცხლე - წამი,
ვის ხატად თაფლი უნთია,
ვის - ბალღამი და შხამი.
მიწა ყველასთვის ერთია,
ერთი წვიმა და ქარი.
ვისთვის იუდა ღმერთია,
ვისთვის ქრისტეა მკვდარი...
წუთისოფელი ასეა,
შენც გტანჯავს შენი ხვედრი
გზა ცოდო-ბრალით სავსეა,
ო, დამიფარე, გვედრი!
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet