|
ფუნჯით მღერის ჩრდილთა გრძნობის მელოდიებს ამადეო, წინ გაუსწრო საუკუნეს, თვალი ურჩევს მომენდეო. გადაცმულ დემონთა სითხეც უხმობს - შევთვრეთ ღამემდეო, და ეშმაკთა ულმობელი მწარე ნების ხდება ტყვეო. დაუფასებლობის გამო უფალს შესთხოვს - დამინდეო, უფალი კი, ნაზად, მკრთალად ეუბნება - იცი მეო, შენს ამ ქვეყნად მოვლენისთვის, ცას ვარსკვლავი მოვწყვიტეო, ისევ ის სჯობს ცაზე გიხმო, საუკუნოდ განათდეო. |
















