|
როცა ზამთარი ფეხქვეშ გეგებათ, მე იქ ლექსების კოცონთან ვთბები. თქვენ თავზე მხოლოდ ზეცა გახურავთ, მე პაპასავით ჭაღარა მთებიც.
აქ ისევ თოვლის სიმაღლის ვრჩები. თქვენ როცა წლები გაწვებათ მხრებზე, მე მემატება მხოლოდ წამები.
მე მზის ამოსვლას ჭაუხში ვხვდები. თქვენ თუ ცხოვრებას უწოდებთ ლამაზს, მე ულამაზესს და მეცოდებით... |
















