მეტად ბოჰემური, ცოტა მოპოეტო, ახლა ასეთი ვარ, თავ-ტვინ არეული, ჩემი ბოლო ლექსის, მახსოვს ნაწყვეტი და ხალხში დავაბიჯებ, როგორც მთვარეული.
სულში ირევიან თითქოს ქარიშხლები, სიზმრად ჩემზე ფიქრი უნდა გაგაყოლო, ამღამ შენს ფანჯრებთან, ლექსად დავიცლები.
ახლა ასეთი ვარ, თავ-ტვინ არეული, შენ ხარ ბოლო ლექსის, ბოლო ნაწყვეტი და ვდგავარ შენს ფანჯრებთან, როგორც მთვარეული... |