|
ვსვამთ, ისევ ისე ურევს ამინდი თავში და კარშიც დიდი თოვლია, - არ ჩამოხვალო?! - შენ მწერ, რა ვიცი... თან ვჭვრეტ ცეცხლის პირს, ციცას ზოლიანს. ვსვამთ, ორნი, ხან კი სრულიად მარტო პურის ჭამაში, თითო-ოროლას, ხანდახან ისე შლეგივით გნატრობ გნატრობ, ჩვენ ორნი, ახლა ბოროლას ვისხდეთ და ფეხქვეშ გვეგოს სამყარო შავი და ჩვენზე უფრო მცირედი, მთებიდან მინდა ნისლი ავყარო და მერე ერთად დავიყვირებდით - ჩვენ თქვენ გვიყვარხართ! - მე შენ მიყვარხარ, მეც და ნათელი ციდან მიწამდე ჩვენ ყველა ერთად ჩვენ, მე და შენ და გთხოვ ჩამეხუტე გულის ფიცრამდე. |
















