ვაჟებ ვართ ხევსურისშვილნი, მუხლებს გვიქებენ მგლისასა, ჯიხვთ ვჰგვიორთ გამამფრინდალთა, ჭაუხში, სალის კლდისასა.
ლომგულა, მკლავმარჯვისასა, მიწა-წყლის სადარაჯოზე, სისხლს რო ანთხევდნენ მტრისასა.
წინ-წინ გამძღოლი ლაშქრისა, თავზარდამცემი ჟღარუნი, საარაგვოზე აბჯრისა.
ცეკვა-სიმღერა მაყრისა, ზაფხულში სათიბ-საკრეფი, ზამთარში ზიდვა ნაკრისა.
თასებ ლუდ-არაყიანი, ბევრი მელექსე ხევსური, ფეხონ სწორებზე ჭკვიანი.
საზღვარი ტარვერცხლიანი, დოღში კუდანსკვულ ლურჯასად, ხუხება არაყიანის...
ასეთი ავ-კარგიანი, ხან შუაღამის საფერი, ხანაც ცხრათვალა მზიანი... |