|
მოძღვარი დაკლეს. ცხვარი დააკლეს. ხორცი შეჭამეს. სულს რა დააკლეს?! სული გაყიდეს - პური იყიდეს. პური დათესეს, პური მოიმკეს. ხორბალი დაფქვეს. ფქვილი მოზილეს. პური დააცხვეს. კუჭი გააძღვეს. სულს რა დააკლეს?! სული დანერგეს. ნერგი ახარეს. შეწამლეს, გასხლეს, დაკრიფეს, დადგეს. დამაჭრდა, დადუღდა, დაღვინდა, დალიეს. სულს რა დააკლეს?! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















