|
თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი, მარადიული უკუნიდან გამოხდა მარად, კვალად დამყარდა სამყაროში წესი და რიგი, და საფუძველი ჩაეყარა დასაბამს მყარად. მარ გახლდათ სიტყვა, სახელი კი მისი გა იყო, და მიერითგან იწოდება ღმერთად გამარად, რომლისა მიერ დრო-ჟამი და სივრცე გაიყო, დღე და ღამედ, ქვე-ყანად და ზე-ცის კამარად. და რა გაიყო, თვით ნაყოფმაც დაიწყო ყოფა, გადიქცა არსი თვით არსებად, უკეთუ მყოფად, გამარ გაიღო წყალობა და რადგან ინება, თვით არსებობის მდინარემაც იწყო დინება. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















