მთარგმნელი: გურამ კვიცარიძე
|
თეთრი ბინდი. დანაცრული ბუხარი. სარკმლის მიღმა შუქი ქრება მწუხარე. ბედისწერა მიაქანებს იალქნებს, კვნესის წერო და დაღლილ ფრთებს მიაქნევს.
შორს არი. მე ვარ, გულო ღამეულო, მგოსანი. და რამდენსაც გინდა ზღაპარს გიამბობ, თავი რომელ ნიღაბს გინდა მიანდო?
ლანდები, ლანდებივით ჩვენც გავუჩინარდებით, მარტოსული მეც მდუმარე გიცქერი და მოწყდება ხელს ყვავილი ცისფერი… |
















