მთარგმნელი: მორის ფოცხიშვილი
|
ბევრჯერ დაგვცინეთ, ო, როგორ გძულდით, გძულდით, რამეთუ ჩვენი ლექსებით ვამხილეთ თქვენი ცხოვრება მრუდი და აი, დღესაც ვეღარ გეხსნებით!
გვაქვს სიყვარული თქვენი ფარული, ჩვენ ისევ დავწერთ თქვენს გამო ლექსებს, თქვენს ბნელ სურვილებს გვერდს ვერ ავუვლით.
და რასაც ჩვენ ვწერთ, სულ ნუ კითხულობთ, - კვლავ ჩქეფს მიწის ქვეშ სიცოცხლის წვენი, ვით პოეზია და საიდუმლო...
რომ საიდუმლოს, როგორც ოცნებას, სიყვარულივით დაფარვა უნდა. |
















