მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი
|
მე ვუერთდები ჩრდილებს საშინელს, შენ ეჭვობ, ფიქრი მიწას შორდება, დღესთან შეხვედრა ისევ გაშინებს და ვერ გრძნობ ღამის მოახლოებას.
ვერ მივაღწიე ყრმობის მიზნამდე და მშვიდად ვუცდი, როგორც ორეულს, სიზმარს, რომელსაც მიწა მიმზადებს.
ამა სოფლიდან რაღას მოველი? როცა არ გჯერა შენ, ერთადერთო, ამ განწირული საგალობელის.
გაქრა ტკივილი - ფიქრის წყალობა, შენ ხარ უკვდავი, მარად ანათებ და არც გაფიქრებს წარმავალობა. |
















