მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი
|
კვლავ მიმეორებ: რომ ვარ ცივი, კარჩაკეტილი, არ მახალისებს უცნაური დინება დღეთა, განა ტრფობისთვის გამოვაწრთე სული კეთილი, განა ტყუილად ვიბრძოლე ბედთან.
როს ვარსკვლავებზე ამოიცან ხვალის ამბავი, რომ მომავალი ღამე უფრო მკაცრი იქნება, რომ არ აქვს ღამეს დასასრული და დასაბამი.
შემოგარენში მოციმციმე არ ჩანს შუქურა, მათ, ვინც ვარსკვლავებს არ უსმინა, ღმერთო, შეუნდე, ღამის წყვდიადმა სივრცეები გადაუმურა.
რომ მომავალი ღამე ახალ ტანჯვას გვიმზადებს, სხედან ისინი დაღლილები, ნისლით ავსილნი, სახეშეშლილნი, ვერმისულნი ნეტარ სიზმრამდე.
ბედს მინდობილი და უბრალო ვიყავ შენსავით, გულგადახსნილი მივიდოდი ხალხთან ნიადაგ არ მაშინებდა მათი ჭორი, გულდამგესლავი.
ის იმედები უიმედო წლებმა შეცვალეს, ყველას, ვისაც კი შევაგებე ნათელი თვალი, ყველამ გამწირა, მიღალატა და გავეცალე.
მღელვარებისგან ქცეულიყო ფერფლად და ნაცრად, იგი სიყვარულს და სიძულვილს გაშორდა მორცხვად, ის გაიყინა, გაითოშა ანთების ნაცველად.
სევდის ბეჭედი - გაცრუებულ ბედის მპყრობელი და უარყოფა გაუმაძღარ ქალური სისხლის, ცხოველურ ვნებას ჰმონებს რომელიც.
ნუ იტანჯები, ნუ კვნესიხარ და ნუ წრიალებ, ცხოველებისგან თანაგრძნობას ნუ ელოდები, მათგან, ვისაც ჩვენ ვუწოდებდით ადამიანებს.
წმინდა საფლავებს მოუარე, იგრძენ ყოველი, მათი სიმშვიდე დაიცავი, მათთან იყავი, იქ სამოთხეა მონებისთვის მიუწვდომელი. |
















