მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი
|
რა გაგვაჩნია წამების გარდა?! მიდის ცხოვრება, მიედინება გახსოვდეს მუდამ, საფლავის კართან, ჩვენი შეხვედრა ღმერთმა ინება.
ახალ თაობის შუქი ჰფენია, განა ტყუილად ადიდებს ხალხი, შეურაცხყოფილ, კეთილ გენიას.
კლავს დამცირების სუსხსა და ყინვას და ზეცას, შავი ღრუბლით შებურვილს, შეაკრთობს ომის მახვილის ბრწყინვა.
ჩვენი აღთქმა და ფიცი მომხრეთა შეურაცხყოფა ამძფრებს რისხვას და მძვინვარებას მეამბოხეთა.
ძველი თამაშის, მზიან ამინდის, პოეტის სულში ცოცხლობს ქადილი ისე ვით შავი თვალმარგალიტი.
და სიღრმეებში ინახავს ციაგს, გამოანათებს, როდესაც მთაში გამოაღვიძებს წერაქვი წიაღს. |
















