მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი
|
მე ველოდები, ისევ ბინდია, უიმედობით სული ამევსო, აი, ისინიც ორნი მიდიან სასიყვარულოდ და საალერსოდ.
ხელი შევახე დანას ალესილს, რამ დამასიზმრა თეთრი ხელები ქალწულ ფერიის ნაზი ალერსი.
ხელებზე, მოჩანს მისი პროფილი, მე საკუთარ ლანდს ამოვეფარე, საცოდავი და უარყოფილი.
ლანდის თვალებში ვნება ღვიოდა და დღე, გარდასულ დღეების მსგავსი, თანდათანობით შემოდიოდა. |
















