|
წინათ ზღვის პირად შემხვდი ნატიფი, შენ მომაშორე ჩრდილი სიავის. გეფერებოდა თითქო სათიბი და მოვარდნილი ზღვიდან ნიავი.
როგორ მოფრინდი, ჰპოვე მიზგითი. მე შენს სიყვარულს მთებში ვეძებდი, მერმე ზღვის პირას დიდხანს გიცდიდი.
გზაზე გავკაფეთ ჯაგი და ტევრი. ბევრჯერ გავშალეთ ჩრდილში საუზმე და მეგობარი შემოგვრჩა ბევრი.
ადრე გრძნობები მუდამ ჭარბია. წელი დაგვესხა ოცდაჩვიდმეტი, შინ შემოვარდა და დაგვარბია.
მამულს გავყევით გზებზე მხარდამხარ, ახლა არ სჩანხარ შენ, სიჭაბუკევ, შენ, გაზაფხულო, მაინც სადა ხარ?
მსურს სამკურნალო ბალახი ვთიბო. შენ კი შორს წევხარ მხარში დაჭრილი და მე მერყევა სიცოცხლის ლიბო.
ვერ დავასრულე შენთვის უსტარი. ღამემ წამართვა წუთით,სინათლე, თუ ცისფერ ცისკარს ვერ მივუსწარი
სამშობლოს შველას შევთხოვ ხანდახან, საით გაფრინდი შენ,სიჭაბუკევ, შენ, გაზაფრულო, მაინც სადა ხარ? |
| პოეზიის გვერდი • • • |
















