|
რაც გიყვარდეს და რაც არის წმინდა მას შეეწირე, თუ გსურს გადარჩე! ცოდვის აკვანი დავტოვო მინდა, სული ვარსკვლავთა ნისლებს გადავცე...
ეული მოწმე ფერისცვალების, ტყვე ვარ, სამშობლო ციხეა ჩემი, ზენამ დახურა ჩემთვის კარები
მგლოვიარებას ჯვრისას უყურეთ, მიწას ვარდებად დავებარდები, რომ გაზაფხული ამცნოს უკუნეთს. |
















