მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 104 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ტურფა წალკოტში ნაზი ყვავილი

თვალის წარმტაცად იფურჩქნებოდა,

და ძირს კვარცხლბეკად გადაშლილ მდელოს

ტკბილ სურნელებით ეფინებოდა.


კეკლუცი, ნაზი მთისა ნიავი

ყელს ევლებოდა, ოდნავ ჰბერავდა,

სურდა მის ფოთოლთ მისწებებოდა

თითქო მორცხვობდა, ვერა ჰბედავდა.


ანცი ნაკადი, კორდით მომსკდარი

ნაზად მოხტოდა, მოკისკასობდა

და სპეკალ ცვრებით ნაზ ფოთლებიანს

ვით იაზმა ეპკურებოდა.


ცისა ციაგი კრძალულებითა

მისს კოხტა ქოჩორს აფრქვევდა ცვარსა,

ფრთოვანთ მგოსანი მის სადიდებლად

სხვა და სხვა ჰანგზე აჟღერდა ჩანგსა.


ხოლო სატანას, პირქუშ სატანას

ამის ნახვაზე დორბლი სცვიოდა,

და შესაზარელ გულის მქეჯნ ჰანგებს

კიდით კიდემდე მიმოჰკიოდა.


დრო შეიცვალა, ზურმუხტი ჯუბა 

შემოეძარცვა არე მარესა, 

ცაზე ვარსკვლავთა თვალნი მილულეს

ფერი შაეკრთო მზეს და შთვარესა,


ზათქით, ღრიალით არე მიდამოს

გამძვინვებულმა დაჰქროლა ქარმა

ვაი და ვიში გამეფდა ქვეყნად

ცახცახი მორთო შიშით მთა-ბარმა.


ანცმა ნაკადმა შესწყვიტა დენა,

კუდრაჭ მერცხალმა ტკბილი ზევსური,

ნაზი ფოთოლი ჩამოსწყდა ყლორტზე

უდროვოდ დასჭკნა მისი კუკური.


ხოლო სატანა, იგივ სატანა

ჯოჯოხეთიდან გამოწვეული

მეტის სიამით ხტოდა, ცეკვავდა

ბოროტებითა აღტყინებული.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ