მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 169 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ყვავილთ ტბაში დავიბადე

მეოცნებე, მოლივლივე,

ჰაეროვან კოცნამ მშობა,

კოცნამ მომცა ყოველივე.


სხივთა ლეჩაქს ჩავეხლართე,

სხივთა ლეჩაქს - კოცნით დამდნარს,

ოქროს წკირა მივუძღვენი

ეოლოსის ოცნების ქნარს.


მთის შიკრიკი - ცელქი სიო -

მხიბლავ ზღაპარს მეუბნება:

თუ სამოთხის ღმერთთა კოცნამ

ვით აღზარდა ეს ბუნება.


კოცნა კუბოს ნაგლეჯია - 

შიგ მარხია მუზათ კვნესა,

თვით სატანაც კოცნას ეძებს,

კოცნა ეძებს სიცოცხლესა.


კოცნა ჩემი ჰაერს აპობს,

ცის ნამს აშრობს ყვავილთ გულზე,

მთის ღაწვებზე ყინულსა სწვავს

და ფრთასა შლის გაზაფხულზე.


მზემ ააშრო ჩემი ცრემლი,

ზე ასწურა, ჰკოცნის… ჰკოცნის …

და ღრუბელი, დღეს რომ ტირის,

ეს ცრემლია ბედკრულ მგოსნის.


კოცნის სუნთქვამ გამომზარდა,

კოცნამ მომცა ყოველივე,

კოცნამ მშობა, კოცნა ჩამკლავს,

კოცნას ჩემი ბედი მივე.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ