მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 107 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

აღმოსავლეთმა ეს ბებუთი შხამით შემოსა.

სისხლი დასწურა საქართველოს ტკბილ საწნახელში.

მითხრეს: ტფილისში როს იხილო მტრების შემოსვლა

იბრძოლე აბჯრის დაცვეთამდე ბებუთით ხელში.


არ ვიცი ჩემი სურვილები სად დაივანებს

ვისუნთქო კალმის სინოყივრით, თუ სისხლის ომით?

დღეს მე ჩიტები შემოვარტყი ჩემს აივანებს

და მზე ავავსე გამოუცნობ პოეტურ ნდომით.


ანტონიოსმა მარგალიტი გახსნა ღვინოში

და კლეოპატრას მიაწოდა ტანწვრილი ჭიქა.

გაირღვა გული, როგორც ზარი შიომღვიმისა

და სიყვარულმა სამარეში ვეღარ იჭექა.


რა ვქნა! ანდერძი წინაპართა ვერ დავაფასე.

უმოქმედობა შემომევლო როგორც ღრუბელი.

რა იქნებოდა: ამ ბებუთით კუბოს დაფაზე

გამეკრა მაინც ერთი მტერი დასაღუპელი.


დავიცე გულში? მაგრამ ვშიშობ სისხლი არ იყოს.

სიბრძნის პერანგი გადავიცვა გველივით ჭრელად?

ვიბრძოლო? ბებუთს აღარა სურს მტერი გარეკოს:

ჩემს მაგიდაზე ასვენია წიგნის საჭრელად.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ