მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 105 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მე როცა მოველ - ვიყავ პირველი,

ვამბობდი: "ვერვინ გადამიბირებს!"

სიტყვის დუღაბით მზის შემკირველი

რძისფერ ზეცაზე ვგეშავდი ირემს.


არა მყოლია ლექსში სეხნია.

ძველი სიტყვარი ვერ მომესალმა.

მაგრამ არასდროს დამიკვეხნია,

რომ დაფნის ნაცვლად მეხურა ჩალმა.


რითმებს ვსრუტავდი ხარბად და მკაცრად,

ვით იოვანეს ტუჩებს სალომე.

და ძველი ქვეყნის ხმის გასაკაწრად

ვიყავ  თამამი, ნაზი, ძალუმი.


ჩემო კეთილო! დღეს შენც დაგკარგე,

შენც მოინელე პოეტის ელდა.

უარმყოფ - როგორც თვის სახეს სარკე,

გულისთვის გული დაცარიელდა.


დახსენ სიმები ჩემს ყარიბ ფანდურს

და მოგენატრა სხვათა კრებული.

მაგრამ მე მაინც შენს შუბლს გარინდულს

დავწყევლი მარად შეყვარებული.


მე როდი ვამბობ, როგორც მაკბეტი:

- ბედი დიდების მთაზე ამიყვანს:

ვამბობ: ტოლებში არა მაქვს ბედი,

ვუყვარვარ, ვინც მძულს, ვძულვარ - ვინც  მიყვარს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ