|
1
რა იყო ჩემი სიჭაბუკე ძველ სათვალავში? დედა - სხვას გაჰყვა, მამა უკვე იწვა საფლავში.
ვგმობდი ბატონთა, ვინ ამასხამდა წინდის ჩხირზე, ჩხირი არ მქონდა!
ყასბის მორებთან, და მუხამბაზებს ჩემი გული იმეორებდა.
გადაჭარბებით და ჯვარისმამის შოთებივით ქალის წარბები.
ღვინით ირწყოდა და ტოლუმბაში სადღეგრძელოს ასე იტყოდა:
იმ ხეს, რომელიც წყლის პირასა სდგას, წყალს სდარაჯობს წყალის მდომელი,
დაღვრილი ხმებად, - ხე წყლის პირას სდგას და შტო მისი უწყალოდ ხმება!"
2
ასეთი იყო ის წარსული მე რომ ვიხილე. შემოვიჭერი ხმით სპარსულით ლექსის მეხილე.
ნაბიჯით მძიმედ და შევხაროდი „დედა-ენით“ მომავლის იმედს.
არა მფარავდეს, რომ თმა სამშობლოს სამსახურში გაჭაღარავდეს;
ხალხს თვალი სველი, ვთესო მარცვალი ჯერედ კიდევ დაუთესველი.
წითლად გაბრწყინდა, მოუსავლეთში დაიკარგა ყველა არწმინდა.
მტერი ვერ ხრიდა, ვეღირსე, რასაც შევნატროდი, სკოლის მერხიდან.
ქართლის ყანები, მე ყველა მართალს ერთნაირად ვეთაყვანები.
მე თვალსაჩინრად, მიყვარდა კითხვა და ამ კითხვამ გადმარჩინა.
3
და ბოდიშს ვიხდი პაწაწინა თბილელი ბიჭი თუ კადნიერად წარვდგი წინა სუსტი ნაბიჯი.
გულგაშლილებს, დაუკაწრავად... მაშ სიტყვას გეტყვით გრიშაშვილურს, - ახ, უკაცრავად, -
შური, სიფლიდე, და გამარჯვებებს წლით კი არა, წუთით ითვლიდეთ.
როგორც წესია, ბედნიერების წმინდა აღთქმა მხოლოდ ლექსია.
სიტყვა ყოველი, რითმას და წყობას შეუდარეთ აზრი ცხოველი.
ჭაჭას და ლექზე, თქვენც უნდა დიდხანს მოიჩრდილოთ თვითეულ ლექსზე.
ბაღებს ლელიანს, რასაც ის გეტყვით ყურს საყურედ გასაყრელია.
სჩანს სიტყვის სიბრძნე. ვარგა, ძმებო, მოლექსობა თუ ეს არ იგრძნე.
ხმალი ლესული, აი, ახლა გვსურს თქვენი სიტყვა ამოლექსული,
ცოცხალ ტყვიებად, - შურისძიება, ბელადმა სთქვა, შურისძიება!
რაც უნდა მეთქვა, - დაუყურადეთ ჩვენი ერის გულების ფეთქვას.
და თქვენც ამ პწკარებს ვიცი მიიღებთ, მერცხალსავით გაუღებთ კარებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















