|
შენი ქართლი გაზაფხულით - ისე წახველ - ვერ ამწვანდა; გული ჰქონდა დაგაზული, თოფმოხვედრილ არწივს ჰგავდა!
განახლების ქართა ქროლა, მეხის ფრქვევა მთვლემარ მთებში... გარს კი ჰმზერდი ხალხის საფლავს დიდ ნანგრევთა ნაფშხვენებში!..
აწმყოდ იქცა მომავალი, დავინახეთ შენი მხრები, დევკაცური შენი კვალი...
ძველ ნახმევმა მოგვცა ბანი, და ვემთხვევით ხალხის პოეტს, შუბლგახვრეტილს, ცრემლგაბანილს...
და მომსკდარი კლდიდან თერგი; შენ ძირს დაგცეს ფოთოლივით და მთასავით წამოდექი! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















