|
ხელში ჩავიგდე სიჩუმე ძლივს. ბოლოს, როგორც იქნა... არ გინდა? - იქცე სიჩუმედ - უმშვენიერეს წიგნად...
ჩურჩული, ლანძღვა, ლიქნა... ჩამოდგა დიდი სიჩუმე, ძლივს. ბოლოს, როგორც იქნა...
და იმ ხმაურმა მიქნა! გამეფდა დიდი სიჩუმე! ძლივს. ბოლოს. როგორც იქნა...
აღარ მიკნავის, მიკნა... მთლად სიკვდილივით სიჩუმე ჩამოდგა, როგორც იქნა...
ბალახები რო კიკნა... მარადიული სიჩუმე. ძლივს. ბოლოს, როგორც იქნა... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















