მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 130 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

გილოცავ გვირგვინს, თუმც გასტეხე ფიცი და სიტყვა:

გახდი სხვის ქმარი, სხვას ეტოლე, სხვა შეიჯუფთე;

მოულოდნელად ყოველივე დასწვი, დასეტყვე,

მაგრამ ჩემს ხსოვნას კვლავ დაურჩი უვნებო, სუფთა.


მებოდიშები! თითქოს იყვე დანაშაული

გზაჯვარედინზე რომ გიპოვნე დაკარგულ განძად.

რა საჭიროა დღეს სიტყვების ცრუ ნართაული

და ან ლექსების მოგონება: „ნელლი· და „განჯა“.


შენი ქორწილი გულწრფელობას ვერ მატყობინებს.

მხიარულ ფარჩებს ჩაეკერა თალხი ფერადი.

ჩემს ამალაში ენდობოდი ძვირფას დობილებს

და როგორც ვეფხი მუქ თვალებით ხარბად მზვერავდი.


შენ გინდა ღიმილს გაატანო სევდა იჯარით,

შეკვეთილ ვნებით უიმედოდ ჰფანტავ ფირუზებს.

მე კი ნატყვიარ გულის ფსკერით, გულის ნიჟარით

ცაზე დავანთებ სიძულვილის ძველ პაპირუსებს.


მაგრამ როდესაც შენი ხელი იმოგზაურებს

პატარძლის ტანის გასაცნობად და დასარბევად:

ჩემი სახელი თქვენს ტუჩებზე გაიხმაურებს

და თეთრ ბალიშზე გაიშლება ყორნის წარბებად.

 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ