|
ღამე არის მწვანე მანდილოსანი, ღამე არის იდუმალი მგოსანი. ღამე მოგვცა მაცხოვარის ხატმა, ღამე არის ღვთაებრივის ატმან. ღამეების სიბნელეში ვიშვით, დავილევით ღამეების შიშით. ღამე მოვა სიძე ანაზდეული, ღამეს ეტრფის ყველა მზედალეული. ღამე არის ნაღვლიანთა მაცხოვარ, მადლობა ღმერთს მხოლოდ ღამეს ვახსოვარ. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















