|
ლექსის შექმნის დროს მე წარმოვადგენ ცის და მიწის ხიდს, ხიდს მძლავრს და მჭიდროს. მე ვქმნი და მე ვსპობ: მოგკლავ! აღვადგენ! ლექსის შექმნის დროს!.. ლექსის შექმნის დროს!..
გაჩუქო აგერ ის არემარე, სადაც ზღვის ჭავლი მზით ადუდუნდა, ჭავლი ხუჭუჭა, ჭავლი მთვლემარე.
სიყვარულიცა... სილამაზეცა... მე შემიძლიან, თუ მოვინდომე, ცხვირსახოცივით დავკეცო ზეცა.
ისე შევცვალო, სატრფოვ სვიანო, რომ ჩემის ლექსით თვით ჩასვლა მზისა ცოტა ხნით კიდევ დავაგვიანო.
ცის და მიწის ხის, ხიდს მძლავრს და მჭიდროს, მე ვქმნი და მე ვსპობ: მოგკლავ! აღგადგენ! ლექსის შექმნის დროს! ლექსის შექმნის დროს! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















