მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 224 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

შენ გამექეცი! შენ, ოდესღაც ნაზი და სუფთა

ნაზი ვით სითბო და უმტვერო ვით მწვანე ტუხტი.

გასწყვიტე რგოლი ჩემს ბაღჩაში რითმების ჯგუფთან

და მოღალატეს - ერის ჯალათს - ხასად გაუხდი.


შენს თვრამეტ წელში დავინახე თვრამეტი გველი.

ფიცის გვირაბზე დასრიალებ მწვავედ და მტკბარად.

დღეს ჩვენი კოცნა - მოურავი მოუსყიდველი -

იდუმალების აპოთეოზს დაუწერს ბარათს.


ნუთუ მტერს უნდა წმინდა სული კვლავ გაიწიროს!

ნუთუ მისი ხარ და მისი გაქვს მძაფრი ლოდინი -

მისი, რომელსაც ხმლის მაგივრად უნდა ეჭიროს

დედაბერივით თითისტარი ქვა და როდინი,


ის ხომ ფლიდია. მოღალატე. ქურდი. ჯაბანი.

მან ჩვენს მამულშიც ღალატურად გააბა ქსელი.

ახ, შენი თმები - დეზდემონას ნაზი საბანი...

ახ, შენი ლოყა - ზეწარივით დაუსრესელი.


გახდები ყველას სათრეველა და ორმაგური,

ო, შენში ვხედავ ისეთ ჭაობს, ვხედავ ისეთ ხავსს,

რომ ეგ ტუჩები მომაგონებს ორ ნატეხ აგურს -

აგურს, მექისე აბანოში ფეხს რომ იხეხავს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ